ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დაპირისპირება გრძელდება


ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სირიაში მიმდინარე პროცესები სამოქალაქო ომის დასაწყისზე მოუთითებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის უფროსი სირიის ქალაქ ჰოულაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამოძიებას ითხოვს. პარასკევს სირიაში სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.

ჟენევაში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ნავი პილეიმ განაცხადა, რომ სირიის მთავრობა ვალდებულია გამომძჲებელებს დაეხმაროს.მათ სასწრაფოდ უნდა გამოიკვლიონ ჰოულაშჲ მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება, რომლის დროსაც 108 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, გაეროს ეს განცხადება სირიელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა.

XS
SM
MD
LG