ბირმის მთავრობა შეხვდა ბირმის შეიარაღებული ეთნიკური ჯგუფის ”კაჩინის” წარმომადგენლებს. საუბრის თემა თვეების განმავლობაშჲ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებაა.
ოთხშაბათს ჩინეთის ქალაქ რუილიში შეკრებილი ორივე მხარის წარმოამდგენლებმა სამომომავლოდ ბირმის ფედერალური სისტემის ფარგლებში კაჩინის ავტონომიის შექმნის გეგმებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ორივე მხარე შეეცადა გამოეძებნა გზები იმისთვის,რათა კაჩინის პოლიციასა და ბირმის მთავრობას შორის გამწვავებული კონფლიქტი დარეგულირდეს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ტერიტორია იძულებით 60 ათასმა ადამიანმა დატოვა.