ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ უზბეკების ლიდერს მიულოცა


ობამამ უზბეკების ლიდერს მიულოცა
ობამამ უზბეკების ლიდერს მიულოცა

თეთრი სახლის განცხადებით, ლიდერებმა სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელების პირობა დადეს

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უზბეკ ლიდერს ისლამ კარიმოვს გუშინ ტელეფონით დამოუკიდებლობის 20 წლისთავი მიულოცა.

თეთრი სახლის განცხადებით, ლიდერებმა სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელების პირობა დადეს. აქ მხარეებმა უზბეკებსა და ამერიკელებს შორის კონტაქტების გაძლიერების მნიშვნელობა იგულისხმებს.

პრეზიდენტი ობამას რწმენით უფრო წარმატებული, უსაფრთხო და დემოკრატიული უზბეკეთი ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.

XS
SM
MD
LG