ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო კადაფის მშობლიურ ქალაქს ბომბავს


ნატო კადაფის მშობლიურ ქალაქს ბომბავს
ნატო კადაფის მშობლიურ ქალაქს ბომბავს

ჯერჯერობით უცნობია კადაფის და მისი ოჯახის ადგილსამყოფელი.

ლიბიელი მეამბოხეების განცხადებით ტუნისის საზღვართან მდებარე მთავარი საგუშაგო მათ ხელში გადავიდა. თუმცა გრძელდება ბრძოლები საზღვართან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ზუვარაში.
ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი ამჟამად ელექტროენერგიის და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ლიბიის ოპოზიციის გარდამავალი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის მაჰმუდ შამანის განცხადებით, დროებითი მთავრობა ყველაფერს იღონებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
ამასობაში ნატოს საბრძოლო თვითმფრინავები აგრძელებენ მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქის სირტის დაბომბვას. ოპოზიციის ლიდერის მუსტაფა აბდელ ჯალილის განცხადებით, ჯერ-ჯერობით უცნობია კადაფის და მისი ოჯახის ადგილსამყოფელი

XS
SM
MD
LG