ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უპატრონობის პრობლემა ანუ როგორ იბადებიან რუსეთის მონები


li
li

ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გამოჩნდა წარწერები შემდეგი შინაარსით: „ვარ ჟურნალისტი, მაშასადამე ვარ ჯაშუში“. „ნუ იქნები განსხვავებული“ და სხვა.

26 მაისის შემდეგ საზოგადოება პოლიტიკური პროცესების გააქტიურებას ელოდა, თუმცა მოვლენები განსხვავებულად განვითარდა და ვნებათაღლევის ნაკადი წმინდა წყლის პოლიტიკური კალაპოტიდან საზოგადოებრივ არხში გადაერთო.

ფოტორეპორტიორების დაკავების შემდეგ, საზოგადოების პროტესტის ტალღა ამ მიმართულებით არ შენელებულა. მედია და სამოქალაქო სექტორი საქმის გასაიდუმლოებას აქტიურად ითხოვს. მრავალჯერ გამოითქვა აზრი და გაკეთდა არაერთი კომენტარი ამის შესახებ.

ბოლო პერიოდში კი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ შიშზე, ან შიშის საფრთხეზე, რაც საზოგადოებაში ინერგება ან უკვე დაინერგა. არასამთავრობო სექტორის წამომადგენლებსა და ექსპერტებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ფოტორეპორტიორების საქმე ტესტია ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა კი განცხადებები იმის შესახებ გააკეთა, რომ მათაც და შესაძლოა სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც უთვალთვალებენ უშიშროების სამსახურები.

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა წარწერები შემდეგი შინაარსით: „ვარ ჟურნალისტი, მაშასადამე ვარ ჯაშუში“. „ნუ იქნები განსხვავებული“ და სხვა. ამ დროისთვის ბოლო აკორდი პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები იყო, რომელმაც ჟურნალისტებს, საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს, პირადი აზრი დაუწუნა და საკმაოდ უხეში ეპითეტი უძღვნა. ქართული საზოგადოება ბოლო რამდენიმე დღეა იმის შესახებ მსჯელობს, არის თუ არა პრეზიდენტის მიერ ნათქვამი „ვაი შენს პატრონს“ ცალსახა მიუღებლობა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისა, თუ საქმე გვაქვს მხოლოდ პრეზიდენტისთვის არასწორად ინტერპრეტირებულ ცნობასთან.

პრეზიდენტი სააკაშვილი ასე მწვავედ ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ დაბეჭდილ სტატიას და მის ავტორს, თამარ ამაშუკელს გამოეხმაურა. სტატიაში „პოლიტიკური არქიტექტურა თუ არქიტექტურული კიჩი“ ნათქვამია: „კიჩი ეს არის ავარიული სახლები ვარდისფრად შეღებილი ფასადებით, ბლოკით ნაგები და ძველი აგურით მოპირკეთებული ძველი თბილისი. კიჩი – საროსკიპოს ფერებში განათებული აივნებია, ქუთაისის თეატრზე წამოჭიმული ოქროს ლომები, ბორჯომის პარკში „ჩარგული“ პლასტმასის ხეები... „კიჩი მათი კულტურაა, ვინც ხელოვნებისგან უაზრობამდე დაყვანილ სიმარტივეს, ფერად ვიზუალსა და იაფ ფასს მოითხოვს, კიჩი ხელოვნების სიმულაციაა.“ სტატიის ავტორისთვის შეფასება პრეზიდენტის მხრიდან დიდი მოულოდნელობა იყო.

ბათუმში, სასტუმროს გახსნაზე ჩასულ პრეზიდენტს მხოლოდ თამარ ამაშუკელი არ გაუკრიტიკებია. მან „ერთი ინტელექტუალის“ ბლოგის ჩანაწერების შესახებაც გააკეთა კომენტარი. გოგი გვახარია, პრეზიდენტის კრიტიკის მომდევნო ობიექტი, რადიო „თავისუფლების“ ერთ–ერთ ბლოგში „უსიყვარულო პროტესტების სერია საქართველოში“ წერდა დაანონსებული და არშემდგარი პროტესტის შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნის აკრძალვამ გამოიწვია. მართალია ბლოგზე არქიტექტურის შესახებ არავინ საუბრობდა. თუმცა პრეზიდენტის კრიტიკა მან ამ მიზეზით დაიმსახურა.

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის გამონათქვამებს შორის ეს შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენების პირველი შემთხვევა არაა.

პრეზიდენტს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი მისი ნებით, თუ უნებლიე ცდომილების შესახებ.

XS
SM
MD
LG