ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუმბაიში აფეთქებები მოხდა


მუმბაიში აფეთქებები მოხდა
მუმბაიში აფეთქებები მოხდა

ინდოეთის პოლიციის განცხადებით, მუმბაიში რამდენიმე აფეთქების შედეგად, სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

ხელისუფლების განცხადებით, ამჟამად ქალაქში უშიშროების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული აქტები მუმბაის სამხრეთ რაიონში, ზავერის ბაზართან მოხდა.

კიდევ ერთი აფეთქება ქალაქის ცენტრში განხორციელდა. 2008 წელს მუმბაი ტერორისტების მთავარი სამიზნე გახდა, როდესაც მათ 166 ადამიანი მოკლეს.

XS
SM
MD
LG