ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში კვლავ შეტაკებებია


იემენში კვლავ შეტაკებებია
იემენში კვლავ შეტაკებებია

იემენის სამხრეთში მომხდარი შეტაკების შედეგად, ორი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

ქალაქ თაიზში იემენის ერთ-ერთი ტომის მეომრები პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის ერთგულ ჯარისკაცებს ებრძვიან. აქ უკვე ხუთი თვეა ხალხი პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს.

იემენის ოპოზიციონერმა გენერალმა უცხოეთის ქვეყნებს სამხედრო ჩარევისკენ მოუწოდა იემენში შექმნილი ქაოსის აღსაკვეთად.

გენერალმა ალი მოჰსენმა შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს მოუწოდა აიძულონ პრეზიდენტი სალეჰი თავისი ნებით გადადგეს.

XS
SM
MD
LG