ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკარინელი "რკინის ლედის" სასამართლო ოთხშაბათს შედგება


უკარინელი "რკინის ლედის" სასამართლო ოთხშაბათს შედგება
უკარინელი "რკინის ლედის" სასამართლო ოთხშაბათს შედგება

უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც უკრაინაში „რკინის ლედის“ უწოდებენ, ოთხშაბათს სასამართლოს წინაშე წარსდგება. მას 2009 წელს რუსეთის პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინთან ბუნებრივ აირთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ტიმოშენკომ რუსეთთან ბუნებრივი აირის ხელშეკრულების ისეთ პირობებზე მოაწერა ხელი, რომელთა გამოც უკრაინამ 200 მილიონი დოლარი დაკარგა.

ასევე უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ტიმოშენკომ უკრაინული კომპანია „ნავთოგაზის“ პრეზიდენტს რუსეთის „გაზპრომთან“ ხელშეკრულების დადება აიძულა.

ტიმოშენკო ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ აღიარებს. მისი თქმით, სასამართლო პროცესი უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ორკესტრირებული აქციაა, რადგანაც მას პოლიტიკური კონკურენციის ეშინია. ტიმოშენკოს განცხადებით, მის წინააღმდეგ მსგავსი ბრალდებები უკვე რამდენიმე ხანია განუწყვეტლივ მიმდინარეობს და სავარაუდოდ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება. ყოფილი პრემიერ მინისტრის თქით, ეს იმისთვის კეთდება, რომ ის პოლიტიკას გამოეთიშოს და ხალხის დახმარება ვეღარ შეძლოს.

ტიმოშენკო იანუკოვიჩს სასამართლო ბროცესის მანიპულირებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის დარწმუნებულია, რომ სასამართლო მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალეულობას დაუმტკიცებს. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ამ დანაშაულს თავისუფლების 10 წლით აღკვეთა შეეფარდება.

XS
SM
MD
LG