ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი სპარსეთის ყურის რეგიონს ესტუმრა


ჰილარი კლინტონი სპარსეთის ყურის რეგიონს ესტუმრა
ჰილარი კლინტონი სპარსეთის ყურის რეგიონს ესტუმრა

ირანის ბირთვული იარაღის ირგვლივ მოლაპარაკება მომავალ კვირას სტამბოლშია დაგეგმილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოფიციალური ვიზიტით სპარსეთის ყურის რეგიონს ესტუმრა. ვიზიტისას ქალბატონი კლინტონი არაბ თანამოაზრეებს შეხვდება და ირანისთვის მკაცრი ჯარიმების დაწესებას მოითხოვს.

ვიზიტისას სახელმწიფო მდივანი ომანს, ყატარსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ესტუმრება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა განაცხადა რომ ქალბატონი კლინტონი სპარსეთის ყურის რეგიონის ლიდერებს გააცნობს ირანის ბირთვული ამბიციების მიმართ ამერიკის შეხედულებას.

ირანის ბირთვული იარაღის ირგვლივ მოლაპარაკება მომავალ კვირას სტამბოლშია დაგეგმილი. ამავე განცხადების თანახმად, შეხვედრისას განიხილავენ ერაყთან მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას.

XS
SM
MD
LG