ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა მოულოდნელად ავღანეთს ეწვია


პრეზიდენტი ობამა მოულოდნელად ავღანეთს ეწვია

ცუდი ამინდის გამო, პრეზიდენტმა ქაბულში შვეულმფრენით გადაფრენა ვერ შეძლო.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, თუმცა უამინდობის გამო, ვერ მოახერხა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შეხვედრა.

თეთრის სახლის პრეს-მდივანის რობერტ გიბსის განცხადებით, ბარაკ ობამა ბაგრამის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ჩაფრინდა, მაგრამ ცუდი ამინდის გამო, ვეღარ შეძლო ქაბულში შვეულმფრენით გადაფრენა და პრეზიდენტ კარზაის ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტი ობამა ბაგრამის ბაზაზე ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე გამოვა სიტყვით და შეერთებული შტატების სამხედრო მრჩევლებს შეხდება. ბატონი ობამა სულ რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერდება ავღანეთში.

XS
SM
MD
LG