ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში დრონების შეტევა გრძელდება


ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების მეშვეობით, პაკისტანის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშები ვაშინგტონს და ისლამაბადს შორის უთანხმოების საფუძველი არაერთხელ გამხდარა.

პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვართან დრონების შეტევის შედეგად, ორი მეომარი გარდაიცვალა. ინციდენტს ავღანეთის საზღვართან მდებარე სამხრეთ ვაზირისტანის დასახლებაში ჰქონდა ადგილი.

ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების, დრონების მეშვეობით პაკისტანის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშები ვაშინგტონს და ისლამაბადს შორის უთანხმოების საფუძველი არაერთხელ გამხდარა. ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში დრონების შეტევის შედეგად შემთხვევით 24 პაკისტანელი მესაზღვრე დაიღუპა.

პაკისტანმა შეერთებულ შტატებს ბოდიშის მოხდა მოთხოვა, რაზეც უარი მიიღო. პასუხად ოფიციალურმა ისლამაბადმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ავღანეთში მიმავალი სატრანსპორტო გზები გადაუკეტა, რაც ნატოს შენაერთების მომარაგებას პაკისტანის მხრიდან დღემდე აფერხებს.

XS
SM
MD
LG