ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში უმუშევრობის დონემ აიწია


მაისში ამერიკის ეკონომიკაში 69,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც 2012 წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

პარასკევს ამერიკის შრომითმა დეპარტამენტმა მაისის დასაქმების ბაზრის მონაცემები გაავრცელა. აპრილთან შედარებით, უმუშევრობამ შეერთებულ შტატებში ერთი მეათედით მოიმატა და საერთო მაჩვენებელი 8,2 პროცენტი გახდა.

შრომის დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, მაისში ამერიკის ეკონომიკაში 69,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც 2012 წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამერიკის მთავრობის განცხადებით, დღესდღეობით ქვეყანაში 12, 7 მილიონი ადამიანია დაუსაქმებელი.

ეკონომისტების განცხადებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ამერიკელებს რწმენისა და სტაბილურობის შეგრძნებას გაუღვიძებს. შედეგად კი, უფრო მეტი ადამიანი წამოიწყებს ახალ ბიზნესს და მეტს გაუჩნდება სურვილი ინვესტიციები დააბანდოს.

XS
SM
MD
LG