ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულმა ვაშინგტონთან თანამშრომლობის პაქტი დაამტკიცა


აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული რაოდენობა ავღანეთში დარჩება და ავღანელ ჯარისკაცებს სპეციალურ წრთვნებს ჩაუტარებს.

შაბათს, ავღანეთის პარლამენტმა ქაბულსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმებას პარლამენტის 150 წევრმა დაუჭირა მხარი. დოკუმენტი უსაფრთხოების, ეკონომიკისა და მართველობის საკითხებს ეხება. წინააღმდეგი იყო რამდენიმე პარლამენტარი.

პაქტში ასევე განხილულია შეერთებულ შტატებსა და ავღანეთს შორის პარტნიორული ურთიერთობები 2014 წლის შემდეგ, როდესაც ალიანსის ჯარები ავღანეთს დატოვებენ.

შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული რაოდენობა ავღანეთში დარჩება და ავღანელ ჯარისკაცებს სპეციალურ წრთვნებს ჩაუტარებს.

XS
SM
MD
LG