ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სისხლისღვრა არ წყდება


უფლებადამცველთა განცხადებით, ყველაზე მეტი მსხვერპლი სახელმწიფო უშიშროების ძალებს შორისაა.

სირიის დედაქალაქის მახლობლად, ორი თვითმკვლელი ტერორისტის მანქანაში დამონტაჟებული ბომბის შედეგად,სულ მცირე 55 ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია 370.

აღსანიშნავია, რომ 14 თვის წინ დაწყებული ოპოზიციის აჯანყების შემდეგ,ეს შეტევა ერთერთი ყველაზე მასიურია.

სირიის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ორ ავტომობილში დამონტაჟებული 1,000 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობა თითქმის ერთდროულად აფეთქდა დამასკოს სამხრეთ ნაწილში დილის პიკის საათის დროს.

აფეთქებების შემდეგ ქუჩები ავტომობილების და ადამიანის სხეულის ნაწილებით იყო მოფენილი.

აფეთქება პალესტინის სამხედრო დაზვერვის შენობის წინ მოხდა.

უფლებადამცველთა განცხადებით, ყველაზე მეტი მსხვერპლი სახელმწიფო უშიშროების ძალებს შორისაა.

აფეთქებებზე პასუხიმსგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

გაეროს ელჩმა კოფი ანანმა და თეთრმა სახლმა დაგმეს აფეთქებები და ორივე მხარეს ძალადობისა და მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG