ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში საპროტესტო აქციები იმართება


დემონსტრანტებს ხელში გილანის პლაკატები ეჭირათ და მის სახელს სკანდირებდნენ.

პაკისტანში საპროტესტო ტალღა აგორდა მას მერე, რაც უზენაესმა სასამართლომ პრემიერ მინისტრი რაზა გილანი მართლმსაჯულების მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა. გილანი დამნაშავედ ცნეს სასამართლოს მოთხოვნის უგულვებელყოფაში , რაც პრეზიდენტ აზიფ ალი ზარდარის მიმართ კორუფციის საქმის ხელახალ აძღვრას ითვალისწინებდა.

სასამართლომ რაზა გილანს სიმბოლური ვერდიქტი გამოუტანა, რაც ერთი ექვსთვიან პატიმრობას გულისხმობს. განაჩენს მაშინვე მოჰყვა მოსახლეობის საპროტესტო აქციები, რომელზეც დემონსტრანტებს ხელში გილანის პლაკატები ეჭირათ და მის სახელს სკანდირებდნენ.

ზოგიერთი ექპსერტების აზრით, რაზა გილანს არ აქვს უფლება სასამართლოს განაჩენის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში მთავრობაში დარჩეს. ოპოზიციის ლიდერებმა მოუწოდეს გილანს საკუთარი ნებით გადადგეს.

XS
SM
MD
LG