ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ილია მეორე პალესტინის ლიდერს ხვდება


ილია მეორე პალესტინის ლიდერს ხვდება
ილია მეორე პალესტინის ლიდერს ხვდება

დღეს დაგეგმილია პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან შეხვედრა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ისრაელში ვიზიტის აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც დღეს დაგეგმილია პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან შეხვედრა.

ვიზიტის ფარგლებში უწმინდესი და უნეტარესი ჯვრის მონასტერს და სხვა წმინდა ადგილებს მოინახულებს. 20 თებერვალს კი საქართველოს პატრიარქი წირვა-ლოცვას აღავლენს ბეთლემში მაცხოვრის საფლავზე. 23 თებერვალს დაგეგმილია პატრიარქის შეხვედრა ისრაელის პარლამენტის ქნესეთის სპიკერთან.

ასევე პატრიარქი შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს და იერუსალიმსი მერს. საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია თბილისში 25 თებერვალს დაბრუნდება.

XS
SM
MD
LG