ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რადიაციული უსაფრთხოების სანდო წყარო"


"რადიაციული უსაფრთხოების სანდო წყარო"

თუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ინიციატივის გამოჩენა და ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფის ინციდენტიდან რადიაციული მონაცემების შეგროვება - ეს მარსელო ალვარეზია.

მარსელო ალვარეზის პროფესიული უნარ-ჩვევები სინამდვილეში არც ზოგად და არც ატომურ ფიზიკას, არც მეცნიერებასა და არც ბირთვული მონაცემების ანალიზს უკავშირდება; მისი ძირითადი საქმიანობა რეკლამის სფეროს, ვებ-გვერდების შექმნასა და პროდუქტის განვითარებას მოიცავს.

მიუხედავად იმისა,რომ ალვარეზი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებდა, ფუკუშიმას ტრაგედიის შემდეგ, მის განცვიფრებას საზღვარი არ ქონდა, როცა დაინახა, რომ თავად ექპერტებსაც უჭირდათ აქტუალური მოვლენების დროს ზუსტი ინფორმაციის მოპოვება.

„სწორედ ამიტომ ვთქვი: შეიძლება უკეთესი გზის მონახვა: სასწრაფოდ შევადგინე ესკიზის პირველი ვარიანტი, რომელიც ჩვენს შემოქმედებით დირექტორს გადავუგზავნე. ვკითხე კიდეც, თუ რას ფიქრობდა ამის შესახებ; - იქნებოდა თუ არა საინტერესო ისეთი ვებ-გვერდის შექმნა, რომელიც ხალხს საშუალებას მისცემდა თავისი წვლილი შეეტანა მონაცემების მოპოვებისას? ამის შემდეგ, იდეას ხორცი შევასხით, და ორი დღეში ვებ-გვერდის პირველი ვარინტიც მზად გვონდა,“ განაცხადა მარსელო ალვარეზმა.

ვებ-გვერდმა წარმატება მალევე ჰპოვა და ამჟამად მას რადიაციული უსაფრთხოების სანდო წყაროს უწოდებენ. ვებ-გვერდზე მუდმივად ხდება იაპონიის რუკის განახლება და ბოლოდ დროს მომხდარი უახლოესი რადიაციული მონაცემების განთავსება. აღნიშნული ინფორმაციის ბანკი მონაცემებ, როგორც ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აგროვებს, ისე მოხალისეების მიერ მოწვდილ ახალ ამბებსაც იყენებს. მარსელო ალვარეზს მუშაობა მოუხდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის მეცნიერებთან და ასევე ტოკიოს ცალკეულ პროგრამისტებანაც.

„ჩვენ ვღებულობთ იაპონიის სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს, ასევე გვაქვს მოხალისეების, „“გრინფისისა“ და სხვა ორგანიზაციების მიერ მოწვდილი ინფორმაციები. ასე რომ ეს ყველაფერი ნარევია, რითაც შესაძლებელია, ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ უტყუარი სურათი შექმნა,“ - ამბობს მარსელო ალვარეზი.

პიტერ ფრანკლინი - ჰოლანდიელი ინტერნეტ მკვლევარი ტოკოის კეიოს უნივერსიტეტში, იაპონიის რადიაციული უსაფრთხოების სანდო წყაროს შემადგენელი გუნდის ერთ-ერთი წევრიცაა. მისი თქმით, ბევრი იაპონელისათვის ეს ნაირსახეობა საინფორმაციო ვაკუუმის დამაკმაყოფილებელი წყაროა, რაც ხელისუფლების ერთგვარ გაღიზიანებას იწვევს.

„ცხადია, რომ ინფორმაცია ან ძალიან დაგვიანებულია და ვებ-გვერდზე მას შემდეგ თასვდება, როცა გარკვეული ზომები უკვე გატარდა ანდა არ მოდის თანხვედრაში მომხდარ მოვლენებთან,“ - ამბობს პიეტერ ფრანკლინი.

მიუხედავად ამისა, ამერიკელი მეცნიერი სტეფან ფრანტსი, ამ ღია საინფორმაციო წყაროს მოდელის ღირებულაბასა და მნიშვნელობას აღიარებს. მისი თქმით, ადვილად ხელმისაწვდომ ფორმატში განთავსებული მონაცემები ადამიანებს ეხმარება გაიგონ, რომ რადიაციის გამომწვევი არა მხოლოდ ატომური სადგურებია, არამედ რადიაცია დედამიწაზე თანდაყოლილი ბუნებრივი ნაწილიც არის.

რა, თქმა უნდა, უბედური შემთხვევები და ავარიები კვლავ ხდება და არც ფუკუშიმას რეაქტორზე არსებული სიტუაციაა სტაბილური, სწორედ ამიტომ მარსელინო ალვაზარი აგრძელებს ვებ-გვერდის დამუშავებას, რაშიც მოქალაქეებისა და მეცნიერების რჩევებს ითვალისწინებს.

სულ ახლახანს კი, რადიაციული უსაფრთხოების სანდო წყარომ დაასრულა ფონდების მოძიების კამპანია იმისათვის, რომ რადიაციის საზომი 600 გეიგერი შექმნას.

XS
SM
MD
LG