ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის სამომავლო გეგმები ავღანეთში


ბრიტანეთის სამომავლო გეგმები ავღანეთში
ბრიტანეთის სამომავლო გეგმები ავღანეთში

ბრიტანული გაზეთები იტყობინებიან, რომ პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი 2012 წლის მიწურულისთვის ავღანეთიდან სულ ცოტა 500 ჯარისკაცს გამოიყვანს.

მოსალოდნელია, რომ ბატონი კამერონი ამის შესახებ განცხადებას ოთხშაბათს გააკეთებს ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას მსგავსად, რომელმაც ავღანეთიდან 10 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის გეგმა გაახმოვანა.

2012 წელს ავღანეთში მხოლოდ 68 000 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება. ბრიტანეთს ამჟამად ავღანეთში 9 500 ჯარისკაცი ჰყავს, რომლებიც ძირითადად ჰელმანდის პროვინციაში არიან განლაგებულნი.

ავღანეთიდან გერმანელებსაც გაყავთ 500 ჯარისკაცი. სულ გერმანიას 5000 ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთის ჩრდილოეთ რაიონებში, სადაც არ მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები.

XS
SM
MD
LG