ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ქალაქებს ტანკებით აკონტროლებენ


تظاهرات اعتراضی در سوریه
تظاهرات اعتراضی در سوریه

ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ სირიის უშიშროების ძალები ასობით ადამიანს საკუთარ სახლებში შეეჭრნენ და დააპატიმრეს. დამასკოს გარეუბნებში ასევე გაძლიერდა სამხედრო კონტროლი.

სანაპირო ქალაქ ბანიაში დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ტანკები აკონტოლებდა. გუშინ კი ქალაქ ჰომსში დემონსტრაციის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების განცხადებით, მარტში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 630 ადამიანია მოკლული, ხოლო 8 ათაზე მეტი კი დაპატიმრებულია.

XS
SM
MD
LG