ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ მანიფესტაცია გაიმართა


სირიაში კვლავ მანიფესტაცია გაიმართა

აქტივისტების ცნობებით, ერთი ადამიანი დაიღუპა ორი ბავშვი კი დაიჭრა.

სირიელი აქტივისტების განცხადებით, დღეს ქალაქ ჰომსში 200 000 აქტივისტი შეიკრიბა. შეგახსენებთ, რომ ჰომსი ბოლო 9 თვის მანძილზე დაწყებული ამბოხების ეპიცენტრს წარმოადგენს, თუმცა დღევანდელი მანიფესტაცია ყველაზე ხალხმრავალი იყო.

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია ამერიკის ხმას უცხდებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. აქტივისტების ცნობებით, ერთი ადამიანი დაიღუპა ორი ბავშვი კი დაიჭრა.

ძალადობრივ აქტს ადგილი აქვს მას შემდეგ, რაც გუშინ რუსეთმა თავისი დამოკიდებულება გაამკაცრა სირიის პრეზიდენტის მისამართით და მას დემონსტრანტების დარბევის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG