ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია ეკონომიკის ნელ ტემპს ევროპას აბრალებს


იაპონია ეკონომიკის ნელ ტემპს ევროპას აბრალებს

კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ იაპონიის ფინანსთა მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა.

იაპონიის ფინანსთა მინისტრი ჯუნ აზუმი მოუწოდებს გერმანიას ყველა ღონე იხმაროს იმისათვის, რათა ევროზონის ქვეყნები დავალიანებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანოს.

კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ აზუმი ჟურნალისტებს შეხვდა. კონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა იტალიისა და ესპანეთისთვის დახმარებაზეც ისაუბრა, რაც მომავალში ამ ორ ქვეყანას მდგომარეობის გართულებისგან დაიცავს.

იაპონიის ფინანსთა მინისტრმა ეს განცხადებები მას მერე გააკეთა, რაც ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა. ეკონომისტების აზრით, იაპონიაში ეკონომიკა მოსალოდნელზე ნელი ტემპით ვითარდება, რაც ევროპაში მიმდინარე კრიზისის ნეგატიური ზეგავლენაა.

XS
SM
MD
LG