ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში სამთავრობო ცვლილებებია


თავდაცვის და ტრანსპორტის მინისტრებს შეცვლიან

იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიკო ნოდას განცხადებით, ის მინისტრთა კაბინეტის გადახალისებას აპირებს იმისთვის, რომ ქვეყანაში გაყიდვებზე არსებული გადასახადების გაორმაგებაში ოპოზიციის მხარდაჭერა მოიპოვოს.

ნოდამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კაბინეტის რეორგანიზების პროცესში სავარაუდოდ, თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრებს სამსახურიდან დაითხოვს.

მათ კანდიდატურებს იაპონიის პარლამენტის ზედა პალატამ, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, აპრილში მხარი არ დაუჭირა.

XS
SM
MD
LG