ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში 4 მეამბოხე გაანადგურეს


პაკისტანში 4 მეამბოხე გაანადგურეს
პაკისტანში 4 მეამბოხე გაანადგურეს

პაკისტანის ხელისუფლება ამერიკელთა ამგვარ მოქმედებას აპროტესტებს, რადგან ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად მიაჩნია.

პაკისტანის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ოთხი მეამბოხე დაიღუპა.

ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში პაკისტანის ტერიტორიაზე ამერიკული დრონების მიერ განხორციელებული მესამე თავდასხმაა.

თავდასხმა ამჯერადაც ქალაქ მირან შაჰის მახლობლად მოხდა. წინა დღეს ამავე ადგილას ჰაქანის დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ჯანბაზ ზადრანი მოკლეს, რომელიც ჯამილის სახელითაც იყო ცნობილი.

შეერთებული შტატები ოფიცალურ დონეზე არ აღიარებს, რომ პაკისტანელი თალიბების წინააღმდეგ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. პაკისტანის ხელისუფლება ამერიკელთა ამგვარ მოქმედებას აპროტესტებს, რადგან ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად მიაჩნია.

XS
SM
MD
LG