პაკისტანი აცხადებს,რომ იგი მხარს უჭერს პრეზიდენტი ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას გუანტანამოს ციხის დახურვისშესახებ ერთი წლის მანძილზე. გუანტანამოს ციხეში ექვსი პაკისტანელიმოქალაქეა. ისინიამერიკის შეერთებულ შტატებში 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერაქტში არიან ეჭვმიტანილნი.
მალაიზიის პრემიერ მინისტრი აბდულა აჰმად ბადავიც ასევე მიესალმა ციხის დახურვის ბრძანებას და განაცხადა,რომ ქვეყნის მთავრობაეძიებსგზებს გუანტანამოს ციხეში ორი მალაიზელი მსჯავრდებულის გადაცემისშესახებ, რომლებიც მალაიზიის განცხადებით დარჩენილ სასჯელს სამშობლოშიმოიხდიან.