ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სამხრეთ ინდოეთის ერთერთ ტაძარში მილიარდობით დოლარის ღირებულების განძი აღმოაჩინეს.
ტაძრის ქვეშ ნაპოვნია უამრავი ბრილიანტი, ზურმუხტი, ოქროსა და ვერცხლი მონეტები. მე-16 საუკუნის ტაძარი თავის დროზე ინდოეთის სამხრეთში მდებარე ქერალას სახელმწიფოს მმართველს ტრავანკორს ეკუთვნოდა.
ტაძრის დასაცავად ასობით პოლიციელი გაიგზავნა. პირველადი შეფასებებით განძის ღირებულება 11 მილიარდ ორას მილიონ დოლარს აღემატება.