ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და რუსეთი ვერ თანხმდებიან


აშშ და რუსეთი ვერ თანხმდებიან
აშშ და რუსეთი ვერ თანხმდებიან

2009 წლის სექტემბერში ბარაქ ობამამ გააუქმა ბუშის პროექტი და უფრო მოქნილი გეგმა შესთავაზა რუსებს.

შეერთებული შტატები და რუსეთი ჯერ-ჯერობით ვერ შეთანხმდნენ ბალისტიკური რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემის შექმნასთან დაკავშირებით.

ევროპაში განლაგებული რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემა დიდი ხანია ამერიკა-რუსეთს შორის განხეთქილების ვაშლად გადაიქცა.

თავის დროზე ბუშის ადმინისტრაცია მხარს უჭერდა ჩეხეთში რადარების დამონტაჟებას, ხოლო პოლონეთში 10 რაკეტსაწინაღო სისტემის განთავსებას.

ამერიკელთა მტკიცებით, ეს სისტემები ირანის შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტებისგან მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად შეიქმნა. მაგრამ 2009 წლის სექტემბერში ბარაქ ობამამ გააუქმა ბუშის პროექტი და უფრო მოქნილი გეგმა შესთავაზა რუსებს.

შეიარაღებაზე კონტროლის ასოციაციის დირექტორის დერილ კიმბალის განცხადებით, ობამას სისტემა იმ საფრთხეების წინააღმდეგ შეიქმნა, რომლებიც უკვე არსებობენ ირანის საშუალო და ახლო რადიუსის რაკეტების სახით. მისი თქმით:

“ ირანელებს ახლო რადიუსის რაკეტები აქვთ, რომლებითაც თავიანთ მეზობლებს ემუქრებიან, მათ ასევე გააჩნიათ რაკეტები ჩვეულებრივი შეიარაღების ქობინებით აღჭურვილი, რომლებსაც ისრაელამდე და ევროპის ზოგიერთ ქვეყნამდე მიღწევა შეუძლიათ.“

პრეზიდენტ ობამას გეგმის მიხედვით, ბალისტიკური რაკეტების გადამჭერი სისტემების დაყენება პოლონეთში 2015, ხოლო რუმინეთში 2018 წლისთვის არის დაგეგმილი.

კერძო, სადაზვერვო კომპანია სტრატფორის ანალიტიკოსის მარკო პაპაიჩის განცხადებით ამ ტიპის რაკეტსაწინაღო სისტემები ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტის გემებზეა დამონტაჟებული. ბატონი პაპიჩის თქმით:

“ შეერთებულ შტატებს მსგავსი ტიპის გემები მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში შეუძლიათ განალაგონ ხმელტა შუა ზღვიდან დაწყებული ბალტიის ზღვით დამთავრებული და გააკონტროლონ ჩრდილოეთ კორეიდან, თუ ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხე.“

წლების განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება ვაშინგტონის ამ გეგმების წინააღმდეგ გამოდიოდა. მოსკოვს არასოდეს სჯეროდა, რომ ეს სისტემები მესამე ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული და მათ ყოველთვის თავის მთავარ საფრთხედ მიიჩნევდა.

როგორც შეიარაღებაზე კონტროლის ექსპერტი ჯოზეფ კირინკიონე აცხადებს მოსკოვი შიშობს, რომ საკუთარი ბირთვული არსენალის მოძველების პირობებში, ირანის საფრთხის საბაბით რუსეთის წინააღმდეგ ძალების მობილიზება ხდება, მაგრამ ეს ამერიკელი ექსპერტის აზრით რუსების ფანტაზიებია და მეტი არაფერი.

როგორც სტრატფორის ანალიტიკოსი მარკო პაპიჩი აცხადებს რუსეთს იმ რაოდენობის ბირთვული იარაღი და ქობინები გააჩნია, რომ ამერიკა ვერასოდეს ვერ შეძლებს ევროპის დაცვას ამ თავდასხმისგან. ასე რომ რუსეთს პირველ ყოვლისა ამერიკელტა ახალი რაკეტსაწინაღო სისტემებისგან მომავალი სამხედრო საფრთხე კი არ აშინებ, არამედ უფრო საკუთარი პრესტიჟის დაცემის ეშინია, როდესაც მისი საზღვრების მახლობლად ამერიკელთა ამგვარ აქტიურობას აკვირდება.

შარშან ლისაბონში ნატოს შეხვედრაზე შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ რომ გააგრძელებდენნ ტანამშრომლობას ახალ რაკეტსაწინაღო სისტემებტან დაკავშირებით, მაგრამ უკვე ყველასთვის ნათელია, რომ მოსკოვი ევროპაში ამგვარი სისტემების დამონტაჟების პრინციპული მოწინააღმდეგეა.

XS
SM
MD
LG