ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლისაბონში ნატოს სამიტი იხსნება


ლისაბონში ნატოს სამიტი იხსნება
ლისაბონში ნატოს სამიტი იხსნება

ალისნსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ახალ გეგმას ლისაბონში გაეცნობიან.

ლისაბონის სამიტზე ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ავღანეთი იქნება. მედიაში უკვე გახმაურდა ავღანეთის მისიის დასრულების გეგმა, რომლის შემდეგაც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოვალეობა ავღანელ ძალოვნებს გადეცემათ. ამას შესაბამისად მომდევნო 4 წლის განმავლობაში განახორციელებენ. ალისნსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ლისაბონში ახალ გეგმას გაეცნობიან , გეგმის თანახმად ჯარის გაყვანა 2014 წელს უნდა დაიწყოს. დამტკიცების შემთხვევაში დასრულდება დიდი ხნის მითქმა მოთქმა ბარაქ ობამას წინააღმდეგობრივ გეგმაზე , რომლის მიხედვითაც 2011 წლიდან ჯარები სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ.

მიუხედავა იმისა რომ ობამამ ისიც აღნიშნა რომ ჯარის გაყვანა დამოკიდებული იქნება ავღანეთში შექმნილი საერთო მდგომარეობაზე, მაგრამ კრიტიკა ამ გადაწყვეტიელებას მაინც მოჰყვა.

ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ თალიბებს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა ტაქტიკა შეეცვალათ და უბრალოდ დალოდებოდნენ ნატოს ჯარების გასვლას ქვეყნიდან.

აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკეინმა , რომელიც სენატის შეიარაღებული ძალის კომიტეტის წევრია, არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ობამას გეგმის შესახებ. უკანასკნელად მან ამის შესახებ გასულ კვირას ქაბულში ისაუბრა:

"საკითხის არასწორმა გაგებამ პრობლემები წარმოშვა. პრეზიდენტმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ ჯარის გაყვანა მხოლოდ ადგილზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოხდება. მე მეშინია იმის, რომ ამ ყველაფერს უარყოფითი ეფექტი ექნება".

მაკკეინის ზემოხსენებული გამოსვლიდან რამდენიმე დღეში, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ავღანეთში სამხედრო ოპერაციის მნიშვნელობას. მისი თქმით, ეს თალიბების მოლაპარაკებაზე დაყოლიების ერთადერთი საშუალებაა:

"თალიბებზე განხორციელებულმა სამხედრო წნეხმა, თალიბებსა და მათი ლიდერებს შემრიგებლური მოლაპარაკებების დაწყებისკენ უბიძგა."

ამ დრომდე ბარაკ ობამა კომენტარებს არ აკეთებს მის პირველად გეგმებზე. სამაგიეროდ პაკისტანსა და ავღანეთში საგანგებო ელჩმა რიჩარდ ჰოლბრუკმა ისლამაბადში ყოფნისას ახალი გეგმის შესახებ ისაუბრა:

"ძირითადი პოლიტიკა ემყარება უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოვალეობის ავღანელებზე გადაბარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ხოლო საერთაშორისო ძალები ნელ-ნელა გამოეთიშებიან სამხედრო ოპერაციებს".

რიჩარდ ჰოლბრუკის გამოსვლას მოჰყვა ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის ინტერვიუ გაზეთ "ვაშინგტონ პოსტთან". მან ავღანეთში კაოლიციური ჯარების შემცირება მოითხოვა.

ავღანეთიდან ჯარის გაყვანის საბოლოო ვადად 2014 წლის დასახელება, ასევე სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გამოსვლაშიც დაფიქსირდა:

"ავღანეთში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბატონი კარზაის მიერ დასახულ მიზანს , რომლის მიხედვითაც 2014 წლისთვის უსაფრთხოების მოვალეობებს ავღანური მხარე გადაიბარებს."

თუმცა რიჩარდ ჰოლბრუკმა ისლამაბადში ისიც დაამატა, რომ ქვეყნის სტაბილიზაციისთვის მთავრობის დასახმარებლად, არაა გამორიცხული ჯარის უფრო დიდხანს დარჩენაც:

"ეს არის გარდამავალი სტრატეგია და არა გასვლის სტრატეგია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მოსახლეობას კარგად ახსოვს 1989 წელს საბჭოთა არმიის გასვლის შემდეგ. როგორ შეაქცია ზურგი ამერიკამ ავღანეთსა და პაკისტანს".

ვაშინგტონში არსებული ექსპერტები ავღანეთის საკითხებში აცხადებენ, რომ ახალი გეგმა ნათელი გზავნილი უნდა იყოს ყველასთვის: კოალიციური ჯარები დარჩებიან მანამ, ვიდრე არ მოხდება თალიბების დარწმუნება იმაში, რომ მშვიდობის მიღწევა პოლიტიკური გზებითაა შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG