ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში მაღაროელები დაიღუპნენ


უკრაინაში მაღაროელები დაიღუპნენ
უკრაინაში მაღაროელები დაიღუპნენ

ლუჟანსკში ტრაგედიის ადგილზე პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ჩაფრენას ელოდებიან.

16 მაღაროელი დაიღუპა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად - აცხადებს ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი.

ამ დილით მომხდარი კატასტროფის შემდეგ, სამი დაშავებული მაღაროელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი 9 თანამშრომელი დაკარგულია და მათ ჯერ კიდევ ეძებენ.

ლუჟანსკის რაიონში მომხდარი აფეთქების სავარაუდო მიზეზად, ადგილობრივი პრესა მეთანს ასახელებს. ტექნიკური გაუმართაობის და მოძველებული აპარატურის გამო უკრაინული მაღაროები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ ითვლება.

ლუჟანსკში ტრაგედიის ადგილზე პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ჩაფრენას ელოდებიან.

XS
SM
MD
LG