ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა იწვევს აუტიზმს?


ამერიკაში ბავშვების დაახლოებით ერთი პროცენტი აუტიზმითაა დაავადებული

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:02 0:00
ბმული

ახალი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მშობიარობისას გამოყენებული გარკვეული მეთოდები პირდაპირ კავშირშია დიდის ან ჩვილის მოგვიანებით აუტიზმით დაავადებაში.

ამერიკაში ბავშვების დაახლოებით ერთი პროცენტი აუტიზმითაა დაავადებული. ეს დაავადება ადამიანს კომუნიკაციასა და სოციაულური უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს უშლის. ზოგიერთი კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა თეორია, რომ მშობიარობის ზოგიერთი ფაქტორს, მაგალითად დედის ასაკი ან ნაყოფის ასაკი მშობიარობის დროს, გავლენა აქვს მოგვიანებით აუტიზმის ჩამოყალიბებაში. თუმცა, თავად დაავადების გამომწვევი მიზეზები ჯერ ისევ ბურუსითაა მოცული.

დუკის უნივერსიტეტის მკვლევარი საიმონ გრეგორი და მისი კოლეგები ეცადნენ გაერკვიათ იყო თუ არა კავშირი აუტიზმსა და მედიკამენტების გამოყენებით მშობიარობის დაჩქარებას შორის.

მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს, რომლის დროსაც გამოიკვლიეს 600 ათასზე მეტი მშობიარობის ელემენტები და შედეგები სკოლებიდან მიღებულ მონაცემებს შეადარეს იმის თაობაზე, აქვთს თუ არა კონკრეტულ ბავშვს აუტიზმი.

„იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით სამშობიარო ჩანაწერები და დიდი რაოდენობობით აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვების მონაცემები გვქონდა, გადავწყვიტეთ გამოგვეკვლია, ტრადიციულ რისკ ფაქტორებთან ერთად, იყო თუ არა რაიმე კავშირი მშობიარობის დაჩქარებასა და დაავადების ჩამოყალიბებას შორის.“

მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც მედიკამენტებით დაჩქარებული მშობიარობის შედეგად დაიბადნენ, უფრო ხშირად უყალიბდებათ აუტიზმი, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობით დაბადებულ ბავშვებს. მკვლევარები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ერთ-ერთ ჰორმონს - ოქსიტოცინს - უკავშირდებოდეს. ხელოვნური მშობიარობის ან დაჩქარებული მშობიარობის დროს დედას სწორედ ეს ჰორმონი უკეთდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჰორმონი ასევე უკავშირდება ადამიანში სოციალური უნარ-ჩევევების ჩამოყალიბებას.

ერთი უცნაური ფაქტორი, რომელიც კვლევის დროს გამოიკვეთა ის იყო, რომ ხელოვნურად გამოწვეული მშობიარობის შემდეგ, ბიჭებში აუტიზმის ჩამოყალიბების ალბათობა გაცილებით მაღალია ვიდრე გოგოებში.

აღმოვაჩინეთ, რომ ხელოვნური ან დაჩქარებული მშობიარობის შემთხვევაში, ბიჭებს უფრო ხშირად ესმევათ აუტიზმის დიაგნოზი ვიდრე გოგოებს. ეს კვლევის ყველაზე საინტერესო ასპექტი იყო.“

საიმონ ჯეფრი ამ აღმოჩენას „საინტერესოდ“ იმის გამო მოიხსენიებს, რომ გაცილებით აუტიზმი მეტ მამაკაცს აქვს ვიდრე ქალს.

მიუხედავად აღმოჩენისა, დუკის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ ორსულმა ძალებმა უარი არ უნდა თქვან ხელოვნურად გამოწვეულ ან დაჩქარებულ მშობიარობაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს ექიმის რეკომენდაციაა.

„ამ რეკომენდაციას ექიმი კონკრეტული მიზეზების გამო იძლევა: შეიძლება რაღაცა დედის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს ან შეიძლება ბავშვის მდგომარეობა მოითხოვს ამას.“

მისი თქმით, დედის ან ჩვილი სიცოცხლის გადარჩენა გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორებია, ვიდრე აუტიზმის სავარაუდოდ ამაღლებული რისკი.
XS
SM
MD
LG