ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება


ავღანეთში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება
ავღანეთში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

აფეთქების შედეგად, ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში დღეს 17 ადამიანი დაიღუპა. მიწაში დაფლული ნაღმის ამოქმედების გამო, მშვიდობიანი მოქალაქეებით და ბავშვებით სავსე მიკროავტობუსი ნარი სარაჯისკენ მიმავალ გზაზე აფეთქდა. მეორე აფეთქება სოფელ გარმსირთან მოხდა, ტრაქტორზე მჯდარი ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა.

მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არცერთი სამხედრო დაჯგუფება არ იღებს. გაეროს უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2011 წლის პირველ ნახევარში მსხვერპლი ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაში 15 პროცენტით გაიზარდა.

წელს 1400-ით მეტი ადამიანი დაიღუპა. მათი დიდი უმრავლესობა გზისპირას დაფლული ნაღმების ამოქმედებას შეეწირა.

XS
SM
MD
LG