ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლატვიის პარლამენტი დაიშლება


ლატვიის პარლამენტი დაიშლება
ლატვიის პარლამენტი დაიშლება

ლატვიაში ჩატარებული უპრეცედენტო რეფერენდუმის შედეგად გადაწყდა, რომ კორუპფიის აღმოფხვრის მიზნით, ქვეყნის პარლამენტი დაიშალოს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, რეფერენდუმის მონაწილეთა 95 პროცენტი პარლამენტის დაშლას უჭერს მხარს.

პრემიერ მინისტრი ვლადის დომბროვსკის განცხადებით, პარლამენტის დაშლა ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში ისეთი ხალხის მოსვლას, რომლებიც კანონის უზენაესობას პარივს სცემენ.

რეფერენდუმის ჩატარება ყოფილმა პრეზიდენტმა ვლადის ზატლერმა მაისში მოითხოვა მას შემდეგ, რაც პარლამენტის რამდენიმე გავლენიანმა წევრმა გამოძიება დაბლოკა, რომელიც პარლამენტში კორუფციის შემთხვევების გამოვლნას ისახავდა მიზნად.

XS
SM
MD
LG