გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა უარყო სპილოს ძვლის ნაპირის ლიდერის, ლორენ გბაგბოს მოთხოვნა ქვეყნიდან გაეროს სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ.
გბაგბო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, უარს აცხადებს პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე და გაეროს სამშვიდობოებს აჯანყებულთა მხრადაჭერაში ადანაშაულებს.
საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში გამარჯვებულად გბაგბოს მეტოქე ალასანი ქუატარა გამოაცხადა. კენიის პრემიერ-მინისტრმა რაილა ოდინგამ კი განაცხადა, რომ აფრიკის კავშირი შეიარაღებულ ძალას გამოიყენებს, თუ სპილოს ძვლის ნაპირის ამჟამინდელი ლიდერი ძალაუფლების უზურპაციას მოახდენს.