ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები პასიურ მეთვალყურეობას აღარ დასჯერდება


შეერთებული შტატები პასიურ მეთვალყურეობას აღარ დასჯერდება
შეერთებული შტატები პასიურ მეთვალყურეობას აღარ დასჯერდება

ამერიკა ისრაელის და პალესტინის ლიდერებს მშვიდობიანი თანაარსებობის იდეის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ამერიკა აღარ იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესის პასიური მეთვალყურე და მხარეებს ადრე აღებული ვალდებულებების შესრულებას მოსთხოვს.

ვაშინგტონში გამართულ შეხვდრებზე, ჰილარი კლინტონმა ისრაელის და პალესტინის ლიდერებს ორი სახელმწიფოს მშვიდობიანი თანაარსებობის იდეის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პარასკევს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელის თავდაცვის მინისტრს ეჰუდ ბარაქსა და პალესტინის პრემიერ-მინისტრს საიბ ერეკატს ცალცალკე გაესაუბრა.

ამ მოლაპარაკებების დაწყებამდე, პრეზიდენტ ობამას თხოვნის მიუხედავად, ისრაელმა განაახლა ებრაული დასახლებების მშენებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რამაც პალესტინელებთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG