ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ნიშნავს გერქვას მსოფლიო მოქალაქე?


რას ნიშნავს გერქვას მსოფლიო მოქალაქე?
რას ნიშნავს გერქვას მსოფლიო მოქალაქე?

მსოფლიო მოქალაქეებს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში საერთაშორისო სტუმრის სტატუსის სახით მასპინძლობენ.

ვაშინგტონმა 16 -19 ნოემბერს მსოფლიო მოქალაქეთა სამიტს უმასპინძლა. სამიტის მუშაობის დატვირთულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა,რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ მოქალაქეს შესწევს უნარი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

მსოფლიო მოქალაქეს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში საერთაშორისო სტუმრის სტატუსით მასპინძლობენ. საჰარ ტამანი მუსლიმია და ვისკონსინის შტატში გაიზარდა.ოთხი წლის მანძილზე საჰარმა 7არაბულ ქვეყანაში იმოგზაურა. ამ ხნის მანძილზე მეჩეთებში, ეკლესიებსა და სინაგოგებში, სხვადასხვა აღმსარებლობის მიმდევრებთან რელიგიის ისტორიასა და თავისებურებებზე საუბრობდა.

„მთავარია, ადამიანებმა ის კულტურული ბარიერები გადავლახოთ, რაც რელიგიებს შორის დამკვიდრდა. ეს კი, ბოლო დროს მუსლიმთა მიმართ ყველაზე ძლიერადაა გამოხატული“- აღნიშნავს საჰარი.

საჰარს მაგალითად მოჰყავს ისლამისტი გამომცემელი, ვინც მისი პროგრამის მონაწილეებს უმასპინძლა და საკუთარ შთაბეჭდილებებზე ნარკვევშიც დაწერა:

„იგი წერს: ომების შედეგად ებრაელები ჩვენს დაუძინებელ მტრებად იქცნენ. ამას მთავრობა და მედია განუწყვეტლივ გვიმეორებდნენ. 2008 წელს კი, ჩემი ცხოვრების სამოცდამესამე წელს შევხვდი ებრაელს, რომელსაც დავუმეგობრდი და მივხვდი, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან".

საჰარ ტამანი ექვს ადამიანთან ერთად შეერთებული შტატების მოქალაქეთა დიპლომატიის ცენტრმა, ვაშინგტონის მსოფლიო მოქალაქეთა სამიტზე დასასწრებად მოიწვია.

სამიტში მონაწილეობა შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატიდან 41 ეროვნების მქონე 600 -მა ადამიანმა მიიღო. დიპლომატმა მოქალაქეებმა სამიტის დატვირთული დღის რეჟიმის პირობებში არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება:

„ეს მხოლოდ შეხვედრა არ იყო. ეს გახლდათ ინიციატივა, რომელიც უამრავ ამერიკელს ცხოვრების გამოცდილების შედეგად, 10 წლის მანძილზე დაუგროვდა“-აცხადებს დიპლომატ მოქალაქეთა ცენტრის უფროსი ანა შოდი.

შეერთებულ შტატებში დიპლომატ მოქალაქეთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა ანა შოდმა მოქალაქეთა აღწერაზე დაყრდნობით, მიახლოებითი ციფრები დაადგინა:

„კვლევა დავიწყე იმით, რომ დავადგინეთ, თუ რამდენი ახალგაზრდა ამერიკელი იღებს საზღვარგარეთ განათლებას, რამდენი მოგზაურობს და რამდენი საკუთარი პროფესიით მუშაობს. და თქვენ წარმოიდგინეთ, საერთო რიცხვმა 63 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, ეს ძალზე მნიშვნელოვანი რაოდენობაა“

ამერიკელმა ექიმმა ჯეიმს როლფმა ავღანეთში ერთერთ სამედიცინო პროექტს ორმოცი წლის წინ ჩაუყარა საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ბიზნესს სანტა ბარბარაშიც წარმატებულად ამუშავებს, დღემდე ავღანეთში ათასობით მოქალაქეს უფასო სამედიცინო დამხარებით უზრუნველყოფს:

„ჩემი კლინიკა ძირითადად ავღანელ ქვრივ-ობლებს ეხმარება. წელიწადში 20,000 ადამიანი ჩვენთან უფასო სამედიცინო მომსახურებას გადის. ყოველთვის მინდოდა მიუსაფარ ადამიანებს დავხმარებოდი. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ამ ქვეყნად აღარავინ ჰყავს და მთავრობასაც მისი ბედი აღარ ადარდებს“

როცა ადამიანებს ერთმანეთის მიმართ შუღლი და სიძულვილი ამოძრავებთ, სწორედ მაშინ იზრდება დიპლომატი მოქალაქეების ფუნქცია.

ანა შოდის აზრით, თუკი თითოეული ჩვენთაგანი შეეცდება, რომ ადამიანებს ხელი გაუმართოს და ცხოვრება ცოტათი მაინც შეუმსუბუქოს, მსოფლიო მოქალაქის სახელს ღირსეულად დაიმსახურებს.

XS
SM
MD
LG