ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სისხლისღვრა გრძელდება


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა სირიის ხელისუფლებას ძალადობის დაუყონებლივი შეყვეტისაკენ მოუწოდა.

გაეროს სადამკვირვებლო მისია სირიის ქალაქ ჰულაში ჩავიდა. ამბოხებულთა ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილას სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ინტენსიური სროლების შედეგად, 90 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 25 ბავშვია.

სირიის ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, სამთავრობო თავდასხმების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებელ ადგილებს ტოვებს და დამასკოსში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს.

სირიის ეროვნულმა საბჭომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოსაგან ძალადობის აღსაკვეთად ზომების დროული გატარება მოითხოვა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა სირიის ხელისუფლებას ძალადობის დაუყონებლივი შეყვეტისაკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG