ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანჯელინა და ბრედი ქორწინდებიან


თუმცა ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დაქორწინებაზე აქამდე კატეგორიულ უარს ამბობდნენ

ჰოლივუდის ორმა ულამაზესმა ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ნიშნობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს .

პიტის პრესცენტრის განცხადებით, ქორიწინების თარიღი დადგენილი არ არის, თუმცა ნიშნობა უახლოეს მომავალში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მედიამ ინფორმაცია ანჯელინას და ბრედის დაქორწინების შესახებ წინასწარ ივარაუდა, რადგან ერთერთ ფოტო სესიაზე მისულ ანჯელინას თითზე ჟურნალისტებმა საქორწინო ბეჭედი შეამჩნიეს.

თუმცა ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დაქორწინებაზე აქამდე კატეგორიულ უარს ამბობდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს მანამ არ მოხდებოდა, ვიდრე შეერთებულ შტატებში ერთსქესიანი ქორწინება არ დაკანონდებოდა. ამასობაში წყვილს სამი შვილი შეეძინა. ოჯახში კიდევ სამი ბავშვი იზრდება, რომლებიც ანჯელინამ და ბრედმა იშვილეს.

XS
SM
MD
LG