ავღანეთის მთავრობის განცხადებით, მათ მიაღწიეს შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან, რომლის თანახმადაც ადგილობრივ მთავრობებს ექნებათ უფლება გამოიყენონ ვეტო ღამის პერიოდში ოპერაციების ჩატარებაზე.
ღამის დროს რეიდების განხორციელება კოალიციის სარდლობას და ავღანეთის მთავრობას შორის მუდმივი უთანხმოების საკითხი იყო. ამიერიდან, ღამე რეიდის განხორციელებაზე სანქცია ადგილობრივმა ავღანურმა მთავრობამ უნდა გასცეს. მიღწეულ შეთანხმებაზე კომენტარი შეერთებულ შტატებს ჯერ არ გაუკეთებია.