ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შუადღის 2 საათსა და 28წუთზე იაპონიის სამხრეთ ნაწილში 7 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სეისმოლოგების ცნობით, დღეს შუადღის 2 საათსა და 28 წუთზე იაპონიის სამხრეთ ნაწილში 7 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. საინფორმაციო საშუალებები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. არ მოიპოვება ინფორმაცია ცუნამის საფრთხის საშიშროების შესახებაც.

გეოლოგების განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრი იზუს კუნძულებაზე ტოკიოდან 486 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ბიძგები შეინიშნებოდა ტოკიოშიც, რამაც მაღალსართულიანი შენობების რწევა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG