ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აროიო ფილიპინების დატოვებას კვლავ შეეცადა


აროიო ფილიპინების დატოვებას კვლავ შეეცადა

აროიოს და მის მეუღლეს სახელმწიფო კონტრაქტების კორუფციულ გარიგებებში ედებათ ბრალი

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ ფილიპინების ყოფილ პრეზიდენტს გლორია აროიოს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა, იგი მკურნალობის საბაბით სამშობლოდან გამგზავრებას კვლავ შეეცადა.

ეტლში მჯდარი აროიო მანილას აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

როგორც ფილიპინების პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, აროიო სასჯელისთვის თავის არიდებას ცდილობს და ქვეყნის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

თუმცა, აროიოს პრესმდივანი უარყოფს ამ განცხადებას და აღნიშნავს, რომ 64 წლის ყოფილი პრეზიდენტი საზღვარგარეთ მხოლოდ მკურნალობის მიზნით მიდის.

შეგახსენებთ, რომ გლორია აროიოს წინააღმდეგ სასამართლოში საქმე 2004-2007 წლებში არჩევნების გაყალბების ბრალდებით აღიძრა. აროიოს და მის მეუღლეს სახელმწიფო კონტრაქტების კორუფციულ გარიგებებშიც ედებათ ბრალი.

XS
SM
MD
LG