ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიება 2004 და 2007 წლებში არჩევნების გაყალბებასთან ერთად ყოფილი პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო კორუფციაში მონაწილეობის რამდენიმე შემთხვევას ეხება.

ფილიპინებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, გლორია აროიო, დააპატიმრეს. ორდერი მას საავადმყოფოს პალატაში წარუდგინეს. 64 წლის ქვეყნის ლიდერს სხვა მრავალ დანაშაულთან ერთად ბრალად არჩევნების გაყალბება ედება.

ფილიპინების ოფიციალურ პირთა განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს საავადმყოფოში დარჩენის უფლება მისცეს, სადაც ის ძვლების დაავადებას მკურნალობს. მისი ჰოსპიტალიზაცია სამშაბათს საღამოს მანილას აეროპორტიდან მოხდა. ქალბატონი აროიო მეუღლესთან ერთად უცხოეთში გამგზავრებას ცდილობდა, როდესაც ის მიმდინარე ძიების გამო ძალოვანებმა შეაჩერეს და ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს.

გამოძიება 2004 და 2007 წლებში არჩევნების გაყალბებასთან ერთად ყოფილი პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო კორუფციაში მონაწილეობის რამდენიმე შემთხვევას ეხება.

XS
SM
MD
LG