ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში ახალი მთავრობა შეიქმნება


საბერძნეთში ახალი მთავრობა შეიქმნება

ახალ ხელისუფლებას გრძელვადიანი ფინანსური სტიმულირების პაკეტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაევალება.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრი, გეორგიოს პაპანდრეუ, განცხადებას ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ აკეთებს. ახალ ხელისუფლებას გრძელვადიანი ფინანსური სტიმულირების პაკეტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაევალება.

გადაწყვეტილება პრემიერმა დღეს დილით საბერძნეთის პრეზიდენტ კარლოს პაპულიასთან შეხვედრის და პარლამენტში ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღო.

პრემიერმა კენჭისყრაზე ხმათა უმრავლესობა პარლამენტში მხოლოდ იმის ხარჯზე მოიპოვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს გამარჯვების შემთხვევაში ძალაუფლების გადანაწილებას და კოალიციური მთავრობის შექმნას დაჰპირდა.

სპეციალისტების აზრით, ამ ნაბიჯს საბერძნეთის ბანკროტობისგან გადასარჩენად და ევროზონაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

XS
SM
MD
LG