მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებს ძალზე ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
დღესდღეობით, ახლო აღმოსავლეთიდან დაწყებული ლათინური ამერიკის ქვეყნებით დამთავრებული, ათასობით ბლოგერი და ჟურნალისტი დემოკრატიული მოძრაობის მთავარ მამოძრავებელ ძალად გვევლინება.
სწორედ ასეთი ჟურნალისტების საქმიანობა კონტროლდება რეპრესიული მთავრობების მიერ და მუდმივად ცენზურის ქვეშ ექცევა. მას მერე, რაც ტექნოლოგის სფეროში უდიდესი ძვრები მოხდა, სამთავრობო ცენზურამ სახელცვლილება განიცადა: კონტროლდება მედია საშუალებები, ისმინება მობილური ტელეფონები, კიბერშეტევების შედეგად უქმდება ინტერნეტ გვერდები. ყველა ეს საშულება სხვადასვხა ქვეყნების ჟურნალისტების საქმიანობას უდიდეს ზიანს აყენებს და მათ ხმას უმეტესწილად მიუწვდომელს ხდის.
ამერიკის შეერთებული შტატების მიზანია, საერთაშორისო ფორუმებსა და სამთავრობო დონის შეხვედრებზე, ინტერნეტის თავისუფლების თემა დიპლომატიური ურთიერთოების დონეზე მთავარ პრიორიტეტად აქციოს.
შეერთებულმა შტატებმა 70 მილიონი დოლარი გაიღო იმ ჟურნალისტებისა და აქტივისტების მხარდასაჭერად, ვისაც რეპრესიული მთავრობების ხელში უწევს საქმიანობა. ამ ქვეყნების რიცხვში არიან სირიელი ჟურნალისტებიც, რომლებიც დღემდე სამთავრობო ზეწოლის შედეგად შექმნილ გაუსაძლის პირობებში მუშაობენ.
შეერთებული შტატები ასევე აპროტესტებს რეპრესიული მთავრობების პოლიტიკას - დათრგუნოს საკუთარი მოქალაქეების მშვიდობიანი ინტერნეტ საქმაინობა. მსგავსი რეჟიმები ჯაშუშურ ზედამხევდელობას აწარმოებენ მოსახლეობაზე და ყველა ხერხს მიმართავენ იმისათვის, რათა განსხვავებული აზრი ჩაახშონ.
გასულ თვეს ნიუ იორკში ჩინეთის, რუსეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის მთავრობებმა, საინფორმაციო უსაფრთხოების მარეგულირებელი საერთაშორისო კანონი დაწესების მოთხოვნით, გაეროს მიმართეს. ადამიანის უფლებების დაცვისა და შრომის დეპარტამენტის დარგში სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მაიკლ პოზნერის თქმით, ეს კანონი მედია თავისუფლების შეზღუდვას ხელს შეუწყობს და რეპრესიულ მთავრობებს საშაულებას მისცემს, რათა სახელმწიფოების კონტროლი გააძლიერონ.
ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქვმა შეეძლოთ, მოიპოვონ ყოველგვარი ინფორმაცია და ხმა აიმაღლონ ნებისმიერი უსამართლობის წინააღმდეგ.
დადგა დრო, როცა მსოფლიომ გლობალური ვალდებულებები უნდა დასახოს იმ მიზნით, რომ თავისუფლების ფუნდამენტალური ღირებულებები უფრო მეტად დაცული იყოს.