ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათენში კვლავ დაპირისპირებაა


ათენში კვლავ დაპირისპირებაა
ათენში კვლავ დაპირისპირებაა

საბერძნეთის დედაქალაქ -ათენში- პოლიციას და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.

დემონსტრაციის მონაწილეებმა პარლამენტის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვის გაბმა სცადეს. პოლიციამ განაწყენებული ათენელების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოყენა და სინტაგმას მოედანზე პარლამენტის წინ აღმართული ბარიკადები მოშალა. მხოლოდ ამ ღონისძიების შედეგად მიეცათ კანონმდებლებს საშუალება შენობაში შესულიყვნენ და ფინანსურ პრობლემათა განხილვა განეახლებინათ.

მოვლენებს საყოველთაო-სახალხო გაფიცვა უძღოდა წინ. მასში მონაწილეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მედიის და სახელმწიფო საავადმყოფოების თანამშრომლები იღებდნენ. საჰაერო მიმოსვლის კონტროლიორებმა გადაწყვიტეს გაფიცვაში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებით, ბერძენმა პოლიტიკოსებმა დანახარჯების შემცირების და გადასახადების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალი მასტიმულირებელი პაკეტის გაცემა.

XS
SM
MD
LG