ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დუმამ "სტარტის" ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა


დუმამ "სტარტის" ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა
დუმამ "სტარტის" ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა

ობამამ მედვედევს დაურეკა და რატიფიცირების დასრულება მიულოცა.

რუსეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ამერიკასა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ორ ქვეყანაში ბირთვული არსენალის შემცირებას ისახავს მიზნად.

რუსეთის პარლემენტის ზედა პალატამ დღეს გააკეთა ეგრეთ წოდებული სტარტის ახალი ხელშეკრულების რატიფიკაცია. გუშინ კი იგივე პროცესმა დუმაში ჩაიარა წარმატებით.

სტარტის დუმაში რატიფიცირების შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს დაურეკა და რატიფიცირების დასრულება მიულოცა.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტები მზად არიან წლის განმავლობაში კიდევ უფრო კონსტრუქციული და ახლო ურთიერთობები დაამყარონ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

სტარტის ხელშეკრულების თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ მათი ბირთვული ქობინების რაოდენობა არ გადააჭარბებს 1550, რაც არსენალების დაახლოებით 30 პროცენტით შემცირებას ნიშნავს.

XS
SM
MD
LG