ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძარს პოლიტიკური გამოსვლები ემატება


დემონსტრანტები მოსკოვის მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში ხანძრის შედეგად 150 კვადრატული კილომეტრი მიწის ნაკვეთია გადამწვარი. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, სიტუაცია მოსკოვში და რიაზანის რეგიონში დღეიდან კონტროლირებადია. ამის მიუხედავად, 810 კვარდატული კილომეტრი მიწის ნაკვეთი წვას განაგრძობს. სულ მიმდინარე პერიოდში ხანძარმა 52 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 3500 კი უსახლკაროდ დარჩა.

2 თვიანმა სიცხის ტალღამ დღეიდან პოლიტიკური ხასიათი მიიღო. დემონსტრანტები მოსკოვის მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და მერის, იური ლუჟკოვის ევროპულ შვებულებას აპროტესტებდნენ. თუმცა პოლიციამ პროტესტი მალევე ჩაახშო, 34 მონაწილე და 3 ორგანიზატორი სასწრაფოდ დააპატიმრეს. ადვოკატი ნატალია ბელიაევა აცხადებს, რომ ლუჟკოვის შვებულებაში გამგზავრება არ გაკვირვებია, მას ის უფრო უკვირს, რომ მოსკოვის მერი ქალაქში დაბრუნდა:

“სანამ ლუჟკოვი ევროპაში ისვენებდა ჩემი მეზობელი და ჩემი ძაღლი სმოგისგან დაიღუპნენ.”-აცხადებს ბელიაევა.

ისრაელ მარკესი, ამერიკელი სტუდენტია, რომელიც მოსკოვში დემონსტრაციებს აკვირდებოდა, მისი განცხადებით, რუსი მეგობრები და მეზობლები სმოგის მიმართ მთავრობის უყურადრებობის გამო სიბრაზეს ვერ მალავდნენ:

“ყველა შეწუხებულია ბურუსის გამო და ის რომ მთავრობა მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეა სიტუაციით დაინტერესდა მდგომარეობას არ შველის.”-აცხადებს მარკესი.

პრეზიდენტ მედვედევის განცხადებით, რუსეთმა ხანძრების შედეგად მარცვლეულის მოსავლის ერთი მეოთხედი დაკარგა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა წელს მხოლოდ 10-დან 20 პროცენტამდე ხორბლის ექსპორტირებას შეძლებს.

XS
SM
MD
LG