ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში ბრძოლები გრძელდება


ლიბიაში ბრძოლები გრძელდება

ოთხი ამერიკელი კონგრესმენი ლიბიაში ჩავიდა, რაც პირველი შემთხვევაა კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

ლიბიაში, მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქ სირტზ ეკონტროლის მოსაპოვებლად. ინტენსიური ბრძოლა გრძელდება ლიბიის დროებითი მთავრობის მებრძოლებსა და მუამარ კადაფის მომხრეებს შორის.

დროებითი საბჭოს მებრძოლები აცხადებენ, რომ სირტის აეროპორტს აკონტროლებენ. თუმცა, ბრძოლები გრძელდება სირტის სხვა რაიონებში.

დღეს, ლიბიაში ოთხი ამერიკელი კონგრესმენი ჩავიდა, რაც პირველი შემთხვევაა კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, სენატორმა ჯონ მაკეინმა დროებით საბჭოს მოუწოდა მმართველი ძალის კონტროლის ქვეშ გააერთიანოს ლიბიის ყველა შეიარაღებული დაჯგუფება.

XS
SM
MD
LG