ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ამერიკის მაგალითს მიბაძავს


ბრიტანეთი ამერიკის მაგალითს მიბაძავს

ბრიტანეთის ხელისუფლება სოციალური ქსელების დაბლოკვას გეგმავს

ლონდონსა და დიდი ბრიტანეთის სხვა ქალაქებში, ერთი კვირის მანძილზე მძვინვარე ამხებების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ძალმომრეობის ჩასახშობად გამოცდილებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითს მიმართავს.

დევიდ კამერონი აცხადებს, რომ იგი ამერიკის ქალაქების გამოცდილებას გაიზიარებს, რომლებსაც განგსტერებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება და ხანგრძლივი დრო აკავშირებთ. კამერონს მხედველობაში ჰქონდა ლოს ანჯელესი, ბოსტონი და ნიუ იორკი.

პრემიერ მინისტრმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება სოციალური ქსელების დაბლოკვას გეგმავს. სოციალურ მედია დემონსტრანტები თავიანთი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით იყენებდნენ.

პრემიერმა დასძინა, რომ პოლიციას დამატებით უფლებებს მიანიჭებს.

XS
SM
MD
LG