სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ გაჟღერებულმა მოწოდებებმა, მისი გადადგომის შესახებ, ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მხრიდან აგრესიული რეაქცია განაახლა.
აქტივისტები და თვითმხილველები აცხადებენ, რომ პარასკევს, მთავრობის ძალების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეიდს, სულ ცოთა 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ძალადობას ჰქონდა ადგილი ქალაქ ჰამაშიც, სადაც დაპირისპირების შედეგად, სულ ცოტა ერთი დემონსტრანტი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს მთავრობა აცხადებდა, რომ სამთავრობო ჯარები ჰამადან სტაბილურობის აღდგენის შემდეგ გავიდნენ. უფლებადამცველები ალყის შედეგად ჰამაში ასამდე დაღუპულს ითვლიან.