სუდანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, გუშინ პოლიციის მიერ სასტიკად ნაცემი სტუდენტი გარდაიცვალა.
აქტივისტების განცხადებით, მოჰამედ აბდულრაჰმანი გუშiნ ჭრილობების შედეგად დაიღუპა.
სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" იგი თანამებრძოლებმა მარტვილად გამოაცხადეს. საპროტესტო აქციების გაგრძელებას სწორედ ფეისბუკის ამ აღნიშული ჯგუფის წევრები ითხოვდნენ. ჯგუფს 16 ათასი წევრი ჰყავს.
გუშინ, ხართუმსა და სუდანის დასავლეთში მდებარე ქალაქ ელ ობეიდში ასობით სტუდენტი შეიკრიბა. აქტივისტები პოლიციელებს ქვებს ესროდნენ, რომლებიც თავის მხრივ ცრემლმდენ გაზსა და ხელკეტებს იყენებდნენ აქციის დასაშლელად.
აქციის შედეგად 40 სტუდენტი დააკავეს. დაკავებულია 30 სხვა ადამიანი.