ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივანი ირანზე მორიგ განცხადებას აკეთებს


სახელმწიფო მდივანი ირანზე მორიგ განცხადებას აკეთებს
სახელმწიფო მდივანი ირანზე მორიგ განცხადებას აკეთებს

ჰილარი კლინტონი გაერთიანებული საემიროების შემდეგ ომანსა და კატარს ეწვევა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ირანის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საერთაშორისო სანქციების დაწესებამ, თეირანის ბირთვული ამბიციების შესრულება საკმაოდ გაართულა.

ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში, აბუ-დაბის უნივერსიტეტში სტუდენტებთა შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ეს სანქციები მუშაობს და წარმოქმნილმა ტექნოლოგიურმა პრობლემებმა ირანის პროგრამა მნიშვნელოვნად შეაფერხა.

ჰილარი კლინტონი გაერთიანებული საემიროების შემდეგ ომანსა და კატარს ეწვევა. მისი მიზანი ერაყის ახალი მთავრობისთვის არაბული სამყაროს მხარდაჭერის მოპოვებაა.

XS
SM
MD
LG